broken image
broken image
broken image
  • Home
  • Über uns
  • Jobs
  • FAQs
  • Presse
  • …  
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    jetzt bewerben
    broken image
    broken image
    broken image
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    • …  
      • Home
      • Über uns
      • Jobs
      • FAQs
      • Presse
      jetzt bewerben
      broken image

      სტაჟირება გერმანიაში

      საერთაშორისო დონის გერმანული კომპანია ქართველ სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაზე ასაქმებს

      2023 წლიდან ქართული დასაქმების ბაზარს BayWa შემოუერთდა 

      გვინდა გაგაცნოთ ბავარიული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია, ასწლიანი ისტორიითა და 24.000 თანამშრომლით, რომელიც, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ენერგეტიკა.

      broken image

      ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გერმანიაში

      BayWa CS Georgia ბაივას შვილობილი კომპანიაა, რომელიც აქტიურად ეძებს ქართველ ტალანტებს ფინანსურ სექტორში. პროგრამაში მოხვედრა შეუძლია ყველა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტს და არა მხოლოდ, რომელიც სწავლობს, ან სწავლის დასრულებიდან არაა გასული ორ წელზე მეტი, ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. სტაჟირება შესაძლებელია მიუნხენის, პასაუს, აუგსბურგის, შვაინფურტისა და ფიურტის ფილიალებში. კანდიდატები, გარდა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა, ჩაერთვებიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში გერმანელ კოლეგებთან ერთად. სტაჟიორს, პროფესიულ უნარებთან ერთად, მოეთხოვება ენის ცოდნა B2+ დონეზე, რათა მარტივად ადაპტირდეს სამუშაო გარემოსთან.

      სტაჟირება გრძელდება 6-12 თვემდე და არის ანაზღაურებადი. პროგრამის ფარგლებში კანდიდატი თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებს, თუმცა კომპანია აქტიურად ეხმარება სავიზო პროცესების მართვასა და საცხოვრებლის მოძიებაში.

      ამჟამად BayWa-ს ფინანსურ განყოფილებაში 2 სტაჟიორია, ხოლო 4-მა სტაჟირების დასრულების შემდგომ, მიიღო სამსახურის შეთავაზება და დარჩა კომპანიაში. წლის ბოლომდე კვლავ გრძელდება ახალი კანდიდატების მოძიება და მათი დასაქმება სხვადასხვა ფილიალებში.

      გაიგე მეტი

      სტაჟირების პროგრამაზე მოხვედრის წინაპობა
      აუცილებელია, კანდიდატი იყოს აქტიური სტუდენტი (ბაკალავრი (მე-3 კურსიდან), მაგისტრატურა), ან სწავლის დასრულებიდან არ უნდა იყოს გასული 2 წელზე მეტი. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა აუცილებელი არაა, კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, შესაძლებელია, დადგინდეს ენის დონე.

      შერჩევის ეტაპი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

      • განაცხადის შევსება
      • განაცხადების დამუშავება
      • ბაივას კოორდინატორის უკუკავშირი და გასაუბრების ჩანიშვნა
      • გასაუბრება ორ ეტაპად

       

      შეავსე განაცხადი

      უფრო ვრცელი ინფორმაციისათვის დაათვალიერე ჩვენი ვებგვერდი (baywacsgeorgia.com) და თუ კონსულტაცია დაგჭირდება, მოგვწერე მეილზე: Ketevan.Tchania@baywa.de

       

       

       

       

      Previous
      BayWa CS Georgia LLC — სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა გერმ...
      Next
      Der perfekte Lebenslauf
       Return to site
      Cookie Use
      We use cookies to improve browsing experience, security, and data collection. By accepting, you agree to the use of cookies for advertising and analytics. You can change your cookie settings at any time. Learn More
      Accept all
      Settings
      Decline All
      Cookie Settings
      Necessary Cookies
      These cookies enable core functionality such as security, network management, and accessibility. These cookies can’t be switched off.
      Analytics Cookies
      These cookies help us better understand how visitors interact with our website and help us discover errors.
      Preferences Cookies
      These cookies allow the website to remember choices you've made to provide enhanced functionality and personalization.
      Save