broken image
broken image
broken image
  • Home
  • Über uns
  • Jobs
  • FAQs
  • Presse
  • …  
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    jetzt bewerben
    broken image
    broken image
    broken image
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    • …  
      • Home
      • Über uns
      • Jobs
      • FAQs
      • Presse
      jetzt bewerben
      broken image

      BayWa CS Georgia LLC — სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა გერმანიაში

      BayWa გერმანული საერთაშორისო კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში მდებარეობს. კომპანია 1923 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოს 43 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია აერთიანებს სამ მიმართულებას, ესენია: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო მასალები და განახლებადი ენერგია. ორგანიზაციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული და მათი საერთო რაოდენობა 20 000-ს აღემატება.

      broken image

      BayWa-ს სტაჟირების პროგრამა საქართველოში 2023 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა გულისხმობს 18-დან 35 წლამდე სტუდენტების დასაქმებას კომპანიაში, 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, სხვადასხვა მიმართულებით — ფინანსების, ეკონომიკისა და პროექტების მენეჯმენტის. თანაც ამ კუთხით დასაქმება ბაივას 5 ფილიალში ხდება, რომლებიც შემდეგ ქალაქებში მდებარეობს: აუგსბურგი, მიუნხენი, ფიურტი, პასაუ, შვაინნფურტი და ნაბბურგი.

      ამჟამად განაცხადების მიღება აქტიურ პოზიციაზე მიმდინარეობს, ფინანსურ განყოფილებაში, სადაც იმ ახალგაზრდებს იწვევენ, ვისაც განათლება მიღებული აქვს ეკონომიკის, ფინანსებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ასევე, შესაძლებელია, მსურველი აღნიშნული ფაკულტეტებიდან რომელიმეს აქტიური სტუდენტი იყოს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად, შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ.

      აქვე გასათვალისწინებელია, რომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

      • ფლობთ გერმანულ ენას მინიმუმ B2+ დონეზე;
      • ხართ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთის აქტიური სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან სწავლა დასრულებული გაქვთ არაუგვიანეს ორი წლისა.

      ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესარჩევ ეტაპზე კანდიდატები გაივლიან პირველად ონლაინ გასაუბრებას კომპანიის წარმომადგენელთან. მეორე ეტაპზე კი შეხვდებიან უშუალოდ განყოფილების ხელმძღვანელს. ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს აპლიკანტის რელოკაციას გერმანიაში და აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს სავიზო პროცედურების გავლაში.

      სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტების კონკურენტუნარიანობა როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო დასაქმების ბაზარზე საგრძნობლად იზრდება.

      ზოგადად, BayWa-ს აქვს მაღალი კორპორატიული კულტურა, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და თითოეული თანამშრომლის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამჟამად ბაივას ფიფნანსურ განყოფილებაში (მიუნხენი, პასაუ, აუგსბურგი) 13 ქართველია დასაქმებული, მათ შორის 5 სტაჟიორია.

       

      Previous
      BayWa CS Georgia LLC -სა და TSU-ს უნივერსიტეტს შორის გაფ...
      Next
      სტაჟირება გერმანიაში
       Return to site
      Cookie Use
      We use cookies to improve browsing experience, security, and data collection. By accepting, you agree to the use of cookies for advertising and analytics. You can change your cookie settings at any time. Learn More
      Accept all
      Settings
      Decline All
      Cookie Settings
      Necessary Cookies
      These cookies enable core functionality such as security, network management, and accessibility. These cookies can’t be switched off.
      Analytics Cookies
      These cookies help us better understand how visitors interact with our website and help us discover errors.
      Preferences Cookies
      These cookies allow the website to remember choices you've made to provide enhanced functionality and personalization.
      Save