• Home
  • Über uns
  • Jobs
  • FAQs
  • Presse
  • …  
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    jetzt bewerben
    • Home
    • Über uns
    • Jobs
    • FAQs
    • Presse
    • …  
      • Home
      • Über uns
      • Jobs
      • FAQs
      • Presse
      jetzt bewerben

      Karriereguide

      გზამკვლევი BayWa-ს სტაჟირების განაცხადისთვის

      გერმანიაში სტაჟირება ბევრისთვის კარიერული განვითარების, საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თუმცა პირველი ნაბიჯი — განაცხადის სწორად მომზადება — ხშირად ყველაზე რთული ჩანს. სწორედ ამიტომ, შევქმენით ჩვენი Karriereguide- ის პოსტების სერია, რომელიც ეტაპობრივად გაგიძღვებათ წარმატებული განაცხადის მომზადების პროცესში და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოამზადოთ შესაფერისი CV-ი, მოტივაციური წერილი და გაიაროთ წარმატებული გასაუბრება.

      შეავსე განაცხადი

      ჩვენ ვართ BayWa-ს ფინანსური გუნდი და აქტიურად ვეძებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს საქართველოში, რათა გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო გუნდი. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ დინამიკური და მრავალკულტურული სამუშაო გარემო, სადაც ახალი იდეები, მოტივაცია და პროფესიული განვითარება ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

      ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებიც:

      • დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო კარიერით
      • მზად არიან ისწავლონ გამოცდილი ექსპერტებისგან
      • სურთ საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

      პროგრამის შესახებ

      BayWa-ს სტაჟირების პროგრამა ქართველ სტუდენტებისთვის 2023 წელს დაიწყო და განკუთვნილია 18-დან 35 წლამდე სტუდენტებისთვის (ან კურსდამთავრებულებისთვის). სტაჟირების ხანგრძლივობაა 6-დან 12 თვემდე და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:

      • ფინანსები
      • ეკონომიკა
      • საბანკო საქმე
      • ბუღალტერია
      • რისკების მართვა
      • კლიენტთა მომსახურება

      სტაჟირების დაწყება შესაძლებელია გერმანიის ეშემდეგ ქალაქებში:
      აუგსბურგი, მიუნხენი, ფიურთი, პასაუ, შვაინფურტი და ნაბბურგი.

      როგორ მოემზადო განაცხადისთვის – Karriereguide-ის ძირითადი ნაბიჯები

      1. CV (Lebenslauf)
      თქვენი CV უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და სტრუქტურირებული. ყურადღება გაამახვილეთ განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, უნარებსა და ენების ცოდნაზე. (ჩამოტვირთე CV-ის მზა შაბლონი)

      2. მოტივაციური წერილი
      მნიშვნელოვანია, მკაფიოდ წარმოაჩინოთ თქვენი მოტივაცია — რატომ გსურთ სწორედ ეს სტაჟირება და რა ღირებულებას შემატებთ გუნდს.

      3. გასაუბრებისთვის მზადება
      ხშირად დასმული კითხვები ეხება თქვენს მიზნებს, გუნდურ მუშაობის უნარს, პასუხისმგებლობას და საერთაშორისო გარემოში მუშაობის მოტივაციას.

      რატომ ღირს განაცხადის გაკეთება

      BayWa-ში სტაჟირება მხოლოდ პრაქტიკა არ არის — ეს არის შესაძლებლობა:

      • იმუშაო საერთაშორისო გუნდში
      • ისწავლო პროფესიონალებისგან
      • განივითარო კარიერული უნარები
      • და რეალურად მიიღო მუდმივი დასაქმების შანსი

      ჩვენი Karriereguide-ის შემდეგ სტატიებში ეტაპობრივად გაგიზიარებთ დეტალურ რჩევებს — როგორ შექმნათ ძლიერი CV, როგორ დაწეროთ ეფექტური მოტივაციური წერილი და როგორ მოემზადოთ გასაუბრებისთვის.

      თუ საერთაშორისო კარიერაზე ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

      შეავსე განაცხადი

      Previous
      წარმატებული სტარტი BayWa-ს ფინანსურ განყოფილებაში
      Next
       Return to site
      Cookie Use
      We use cookies to improve browsing experience, security, and data collection. By accepting, you agree to the use of cookies for advertising and analytics. You can change your cookie settings at any time. Learn More
      Accept all
      Settings
      Decline All
      Cookie Settings
      Necessary Cookies
      These cookies enable core functionality such as security, network management, and accessibility. These cookies can’t be switched off.
      Analytics Cookies
      These cookies help us better understand how visitors interact with our website and help us discover errors.
      Preferences Cookies
      These cookies allow the website to remember choices you've made to provide enhanced functionality and personalization.
      Save